რაღაც მუქი და თითქოს კივის, მე მზარავს ეს პროცესია...ხალხის ამ ნაკადში მხოლოდ სისასტიკე ზეიმობს ... ვიღაც გარდაიცვალა მაგრამ არცერთ მის გამცილებელს წარმოდგენა არ აქვს სიკვდილზე, რომელმაც ხელი თუ ჩაგჭიდა არასდროს გაგიშვებს და დაგთმობს - ეს გარდაცვალება სრულფასოვანია. და ვწუხვარ ადამიანებზე რომლებიც სიცოცხლეშივე კვდებიან, რომლებიც მდორედ და უგრძნობლად ცხოვრობენ.
მე შეყვარებული ვარ სიკვდილზე , სიკვდილი მიგვაქროლებს მარადიულობისაკენ, როდესაც ვამბობთ რომ მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისათვის ეს ნიშნავს მზად ვიყოთ გარდაცვალებისათვის.
მე ვგრძნობ მზადყოფნას თითქოს თავისთან მიხმობს და ველოდები მას.
მსურს მომიჭიროს თავისი მარწუხები რომ შევძლო გარდაცვალება.
ისევ ვხედავ პროცესიას. შორ გზას დასდგომიან, ისევ გზა- ატალახებული ... ნაცრისფერი ცა, მუქი ღრუბლები და სიჩუმე. იდიალურია! გარდაცვლილზე არავინ ფიქრობს, ისინი მასთან ახლოს არიან და ამავე დროს ძალიან შორს, ისე შორს რომ საუკუნეები აშორებს მათ ერთმანეთისგან არცერთ მათგანში არაა თანაგრძნობა.
ჩემი ფიქრები კუბოს დასტრიალებს -კუბოს და იმას ვინც მასში განისვენებს, მე არ ვიცი ვინაა ის, მე ვერ ვხედავ მას, ვცდილობ გავიქცე დავედევნო, მაგრამ ვერ ვახერხებ თითქოს ერთ ადგილზე მივეჯაჭვე, არ ვიცი რას გრძნობს ის... ალბათ მისი სული თავისუფლად ნავარდობს, რომელმაც დატოვა თ ი ხ ა, რომელშიც ის იყო გამომწყვდეული.
მე არ ვიცი თუ როგორი იყო მისი ცხოვრების გზა, იქნებ მას სურდა გარდაცვალება ან არ სურდა, იქნებ მას ვიღაც ან რაღაც აკავებდა დედამიწაზე-ან იქნებ ის ისწრაფოდა თავისუფლებისაკენ უკვე ძნელი იქნება ამის გარკვევა მე ვეღარ შევძლებ მასთან საუბარს. მისი სხეული უკვე გაყინულია და ბნელი სამარისკენ მიაქანებს ბალდახინი, მიწა მიწას შეერევა.
მე რომ შემეძლოს უამრავ კითხვას დავუსვამდი, ვგრძნობ რაღაც უხილავს.
კუბოს გავუთანაბრდი მასთან იმდენად ახლოს ვარ რომ ვხედავ მის სახეს და გაყინულ თითებს .
მისი სახე ზამთრის სითეთრეს შერევია, მის თვალებში სიმშვიდე ჩაბუდებულა, ტუჩებს კი ლურჯი ფერი დასდებია და ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ბაგეებს ღიმილი უკრთობს, მისი მოწითურო თმები კი თოვლის ფიფქებისგან შევერცხლილა თითქოს მხოლოდ ეს პატარა ფანტელები იღვრებიან ცრემლებად მის სახესა და სხეულზე.
ვცდილობ შევიცნო ვინაა, თითქოს ნაცნობია, მიჭირს გახსენება, ვცდილობ მისი სახის გაყინული გამომეტყველებით მივხვდე მის განვლილი ცხოვრების გზა როგორი იყო.
ვაკვირდები პროცესიაში მონაწილე ხალხის სახეებს და..
მე მხოლოდ წინ მიმავალი ბავშვების თეთრი გუნდი მიხალისებს ფიქრებს- არ ვიცი რატომ იქნებ იმიტომ რომ მე მხოლოდ მათ სახეებზე ვხედავ წრფელ და სანდომიან ღიმილს, რომლებსაც არ აშინებთ სიკვდილი, იმიტომ კი არა რომ ჯერ არ შეუცვნიათ იგი, უბრალოდ იმიტომ რომ ისინი ჯერ არ გახვეულან "ბოროტების სავანეში" მათზე ჯერ ცხოვრების დაღი არ დასმულა.
პროცესია თითქოს დასასრულს უახლოვდება.
მდუმარებაა. მხოლოდ ბავშვებისა და ბალდახინის ჭრიალი აპობს სიჩუმეს.
მესაფლავე ფართოდ აღებს კარს, ბავშვები გზას უთმობენ ბალდახინს.
კუბოს მიწა თანდათან ფარავს, ხმაური წყდება, გაჭრილი სამარე ისევ ივსება და პირს იკრავს, იარას ირჩენს, თითქოს ბუნება ელოდა მის კუთვნილ ნაწილს და ეხლა სიხარულით იკრავს გულში.
ხალხი ი შ ლ ე ბ ა... შორიდან ისევ მოისმის ბავშვების ხმა.
აქ კი მხოლოდ "მე" და ცარიელი ბალდახინი დავრჩით.
ჩემი სული გათავისუფლდა ...